Covid-19 - NANO LAB

Covid-19

ერთადერთი ტექნოლოგია, ხელმისაწვდომი პროდუქტის სახით, რომელიც
ეფექტურად ებრძვის COVID-19 ვირუსს,
როგორც ჰაერში ასევე ზედაპირზე

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ Aerus Pure & Clean და Vollara Air & Surface Pro ამცირებენ SARS-CoV-2 ახალი კორონავირუსის გავრცელებას ჰაერში და ზედაპირზე

  • ტექნოლოგია ActivePure®technology გაიტესტა რეალურ SARS-CoV-2 ვირუსებზე და არა პროქსი ან სუროგატ შტამებზე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა კონკურენტი კომპანიების სხვა მრავალი ტექნოლოგიების ტესტირებების შემთხვევებში
  • დადასტურებულია, რომ ჰაერით გავრცელებადი SARS-COV-2 ვირუსების განადგურების მაჩვენებელი დამუშავების დაწყებიდან 3 წუთში შეადგენს 99.9%-ზე მეტს
  • ტესტები დასრულდა ბიოუსაფრთხოების დონე 4 / ბიოუსაფრთხოების დონე 3 კომბინირებულ ლაბორატორიულ ჯგუფთან თანამშრომლობით, როგორც ამას მოითხოვს შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მკაცრი პროტოკოლები

Aerus Pure & Clean და Vollara Air & Surface Pro აპარატის ტესტირება

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ActivePure® ტექნოლოგიით მომუშავე Aerus Hydroxyl Blaster - არის ერთადერთი ჰაერის გამწმენდი აპარატი, რომელიც ამცირებს SARS-CoV-2 კორონავირუსის ზედაპირებზე გავრცელებას.

  • ტექნოლოგია ActivePure®technology ტესტირებული იყო რეალურ SARS-CoV-2 ვირუსებზე და არა პროქსი ან სუროგატ შტამებზე
  • ზედაპირებზე SARS-CoV-2 ვირუსის განადგურების მაჩვენებელი, დამუშავების პირველი 7 საათის განმავლობაში შეადგენს 99,98%
  • ტესტირებები ტარდებოდა ლაბორატორიებში, რომლებიც აკმაყოფილებენ შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მოთხოვნებს
  • აპარატი განკუთვნილია 20,000 კვადრატულ ფუტამდე ფართობის დახურული სივრცეებისთვის, როგორებიცაა საცეკვაო დარბაზები, კონფერენც-ცენტრები, რესტორნები, სასტუმროს ჰოლები და საზოგადოებრივი თავშეყრის დიდი დახურული სივრცეები

ActivePure® ტექნოლოგიით მომუშავე სადეზინფექციო სისტემა არის ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური მეთოდი ზედაპირებისა და ჰაერის დასამუშავებლად. მას მინიმუმამდე დაჰყავს ხელახალი და ჯვარედინი დაბინძურების შემთხვევები, არ იყენებს ქიმიკატებს და არ გამოყოფს ოზონს

ActivePure® ტექნოლოგიით მომუშავე Aerus Hydroxyl Blaster აპარატის ტესტირება

ტესტირებები ჩატარდა კომპანია MRI Global-ის დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, რომელიც აკმაყოფილებს შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მოთხოვნებს. ვირუსების პროცენტული შემცირება იზომებოდა თანდათან, ბუნებრივად როგორც ნადგურდებოდა SARS-CoV-2 ვირუსი. საკონტროლო ჯგუფის გარეთ, SARS-CoV-2 შემცირება დაფიქსირდა 99.9%-ზე მეტი დონით.

როგორ მუშაობს ის?

ActivePure® ტექნოლოგიაზე მომუშავე აპარატი აწარმოებს წყალბადის ზეჟანგის მოლეკულას ჰაერში უკვე არსებული ჟანგბადისგან და ტენისგან, კომპანიის მიერ დაპატენტებული ActivePure® ფიჭური მატრიცის საშუალებით, რითაც იქმნება მრავალი დამჟანგავი აგენტი, რომლებიც ცნობილია ActivePure® მოლეკულების სახელით. ამის შემდეგ ეს მოლეკულები გაიბნევიან ოთახში, სადაც ეძებენ ვირუსებს და ანადგურებენ მათ დნმ-ს და რნმ-ს, მათ შორის SARS-CoV-ის (ახალი კორონავირუსის), ღორის გრიპის (H1N1), ფრინველის გრიპის (H5N8) ვირუსებს, A ჰეპატიტისა (HAV) და MS2 ბაქტერიოფაგებს, მიუხედავად მათი ზომისა და იმის მიუხედავად, ზედაპირებზე იქნება ისინი, თუ ჰაერში.

უსაფრთხო. შემოწმებული. ეფექტური. სერტიფიცირებული.

 
 

კომპანია „აერუსი“ ფუნქციონირებს 1924 წლიდან და აწარმოებს Aerus ActivePure® ტექნოლოგიაზე მომუშავე პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ 50 მილიონი კომერციული ოფისისა და სახლის ჯანმრთელ გარემოს. ActivePure® ტექნოლოგია უსაფრთხოა საცხოვრებელ ადგილებში გამოსაყენებლად. ის არ საჭიროებს ქიმიკატებს და არ გამოყოფს ოზონს. ActivePure® ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ისეთი პროდუქტების სახით, რომლებიც მოითხოვენ მონტაჟს, ასევე plug-and-purify საშუალებების სახით. ასეთი აპარატები უკვე გამოიყენება შემდეგი სახის დახურულ სივრცეებში:

 
 

* სამედიცინო და გამაჯანსაღებელი დაწესებულებები იყენებენ Aerus Medical Guardian, FDA - II კლასის სამედიცინო აპარატებს.

ActivePure® ტექნოლოგია, კონკურენტი კომპანიების ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე +995(32) 2195995
9:00 - 19:00, ორშაბათი–პარასკევი